2023 წლის 11 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულმა ფაკულტეტმა ზაარლანდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის უცხოეთთან ურთიერთობის ოფისის ხელმძღვანელის - მარია კრისტინა სპარაპანი-ჰელსტერის საჯარო მოხსენებას უმასპინძლა.
საჯარო მოხსენება იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ - ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი დგებუაძემ და ზაარლანდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა - ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი რუსიაშვილმა გახსნეს. მოწვეულმა სტუმარმა შეხვედრის მონაწილეებს ზაარლანდის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობები და სასწავლო პროგრამები გააცნო.